შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ძმური რომანსერო (ექსპრომტი უჩა შერაზადიშვილს)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ძმური რომანსერო
(ექსპრომტი უჩა შერაზადიშვილს)

რად უნდა სიზმარს ნეტა?
- ეს გული დავისერო,
მეუბნებოდი წუხელ:
- დაგრჩა დარბაზი, სერო?
ხმა იყო შორის- შორი,
ისმოდა რომანსერო.
მომნატრებია როგორ,
ძმობილო თბილისელო,
მოკითხვა შენი ძველი:
“სად ხარ, დარბაისელო!
მახსოვხარ, გესმის?
თვალი ცრემლით არ დაისველო!”
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →