ჩანაწერი
Laravel
წკენტები
#ლექსები
ნინო დარბაისელი
წკენტები
წყვილმა ჩამოარა ფეხით, არა “ნისანით”.
იქნებოდნენ ორივე ასე, ოცი წლისანი.
რაღაც ლუკმას იყოფდნენ,
რის - ჭიქა და რა - თეფში!
გოგო - კარგად ჩაცმული - სადღაც, მეორადებში.
უღიმოდნენ ერთმანეთს, როგორც ძველ სურათებში.
ბნელისაკენ იწევდნენ, სადმე, გაუნათებში.
ბიჭის ფეხსაცმელია მუდამ ბევრის მეტყველი,
( “ჩემი? არ მოგერგება, კალოტკა მაქვს მე ბრტყელი”)
მიმავალებს ბინდ-ბუნდში წინ დაუხვდათ ხარო და
ზედ სიცილით გადახტნენ, ნეტა რა უხაროდათ!
ყვავის დამებს აეწვათ გაუშლელი კერტები.
მე არ ვიმჩნევ არაფერს, ვითომც არც ვაცქერდები.
ესეც - დამა-ვალეტი, ჯერჯერობით წკენტები,
წყვილმა ჩამოიარა. შენატროდნენ კენტები.

კომენტარი
0