ჩანაწერი
Laravel
ორთაბრძოლათა
ნინო დარბაისელი
ორთაბრძოლათა
- - - -
შენ აღარ იცი, სიბრძნის კოშკი როგორ ააგო,
ირგვლივ სუყველას სათავისო მახე უგია.
უყურებ, გიკვირს, ორთაბრძოლა ერთმა - მოიგო.
ერთმა - მოიგო, მაგრამ მეორეს - არ წაუგია.
გონებავ ჩემო, არეულო, ბნელო ალაგო,
შენს თვალწინ ხდება, რაც მარცხია, რაც აუგია.
უყურებ, გიკვირს - ორთაბრძოლა ერთმა წააგო,
ერთმა წააგო, მაგრამ მეორეს - არ მოუგია.
ბრძენი კი ამბობს, გაერკვევა უცებ ამაში,
ვინც შეიხედავს კულისებში, ნახავს, რაც ხდება.
ეს ორთაბრძოლა - საგარეო არის თამაში.
მთავარი არის, სცენის მიღმა რაც გადაწყდება.

კომენტარი
0