ჩანაწერი
Laravel
ბედაური
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ბედაური
(“ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი” - ანიკოს საგანძურიდან)
ვინც არ იცის ბრიყვის ცნობა,
ნუ ჰგონია მას ადვილი,
სოლომონიც დაემცრობა.
თუა ცხენის ფასად ვირი.
ო, ლოგიკა გიჟური და
ბრიყვის დამაჯერებლობა! -
მოდის თითქოს ნაჟურიდან.
შიგ ბრძენიც კი ჩაეფლობა.
გულწრფელობაც ახლავს დიდი,
სულ სიმართლე გეგონება,
კარგად თუ არ დაუკვირდი,
თუ არ გიჭრის ეგ გონება.
ჭკვიანს? - რაღა დარჩენია,
ირგვლივ ბრიყვი კი - ბევრია,
თუ ცოლ-შვილიც სარჩენია,
რა დროსია იბერია!
ბრიყვი - მუდამ ბრიყვს იზიდავს,
უყვართ ბრიყვებს გუნდ-გუნდობა.
ბრძენს კი თავი გაუხიდავს
შუა, როგორ მიენდობა…
შუა ლაფში გადაბრუნდა,
ვინ გაათრევს ნეტა ურემს.
ვირსაც დაპურება უნდა,
როგორც ადრე - ბედაურებს!
არჩევანი - არადანი:
- მარქაფად - ახალი სია,
ვირებს დარჩათ მოედანი,
ხარობენ და ხალისია!
მიდი, გასწი გარმონია,
შენ დაუკა, მე - დავუვლი!
ვირი - ყველას სხვა გვგონია,
ხოლო თავი - ბედაური!
ნინო დარბაისელი
ბედაური
(“ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი” - ანიკოს საგანძურიდან)
ვინც არ იცის ბრიყვის ცნობა,
ნუ ჰგონია მას ადვილი,
სოლომონიც დაემცრობა.
თუა ცხენის ფასად ვირი.
ო, ლოგიკა გიჟური და
ბრიყვის დამაჯერებლობა! -
მოდის თითქოს ნაჟურიდან.
შიგ ბრძენიც კი ჩაეფლობა.
გულწრფელობაც ახლავს დიდი,
სულ სიმართლე გეგონება,
კარგად თუ არ დაუკვირდი,
თუ არ გიჭრის ეგ გონება.
ჭკვიანს? - რაღა დარჩენია,
ირგვლივ ბრიყვი კი - ბევრია,
თუ ცოლ-შვილიც სარჩენია,
რა დროსია იბერია!
ბრიყვი - მუდამ ბრიყვს იზიდავს,
უყვართ ბრიყვებს გუნდ-გუნდობა.
ბრძენს კი თავი გაუხიდავს
შუა, როგორ მიენდობა…
შუა ლაფში გადაბრუნდა,
ვინ გაათრევს ნეტა ურემს.
ვირსაც დაპურება უნდა,
როგორც ადრე - ბედაურებს!
არჩევანი - არადანი:
- მარქაფად - ახალი სია,
ვირებს დარჩათ მოედანი,
ხარობენ და ხალისია!
მიდი, გასწი გარმონია,
შენ დაუკა, მე - დავუვლი!
ვირი - ყველას სხვა გვგონია,
ხოლო თავი - ბედაური!
Laravel
კომენტარი
0