ჩანაწერი
Laravel
ჩვენიანი რომელია
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ჩვენიანი რომელია
უფროსები კინოში რომ წამიყვანდნენ,
რაკი ენა არ მესმოდა,
ვკითხულობდი:
- რაო, რა თქვა?
მპასუხობდნენ:
- ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით…
- აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო?
ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია!”
უპასუხოს სიბნელეში ბევრჯერ თვლემაც მომერია.
კვლავ ვკითხულობ:
- რაო, რა თქვა?
მპასუხობენ, თითქოს კიდეც მომელიან:
- ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით.
- აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო? ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია!
ყოფა ადამიანისა - წრიულია.
რითაც ვიწყებთ, იქ ვბრუნდებით,
გულიც ჩვენი - სულ პასუხის მნდომელია,
და არც შეუცდომელია.
ვინმეს უსმენ?!
- სულ სხვა ტყუის,
თვითონ?!
- სხვაზე მართალია და ფიქრშეუწვდომელია.
ისე ჩამთვლემს სამუდამოდ,
ვერც გავიგებ:
- ჩვენიანი - რომელია?
ჩვენიანი?!
- ნიშნავს წრფელს და
ნიშნავს კეთილს,
გასამარჯვებს,
რადგან ჩვენი ტომელია.
ანუ ნიშნავს ისეთს,
თავი რომ გვგონია და ვკითხულობთ,
როგორც ბავშვი - სიბნელეში:
-ჩვენიანი რომელია?
ნინო დარბაისელი
ჩვენიანი რომელია
უფროსები კინოში რომ წამიყვანდნენ,
რაკი ენა არ მესმოდა,
ვკითხულობდი:
- რაო, რა თქვა?
მპასუხობდნენ:
- ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით…
- აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო?
ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია!”
უპასუხოს სიბნელეში ბევრჯერ თვლემაც მომერია.
კვლავ ვკითხულობ:
- რაო, რა თქვა?
მპასუხობენ, თითქოს კიდეც მომელიან:
- ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით.
- აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო? ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია!
ყოფა ადამიანისა - წრიულია.
რითაც ვიწყებთ, იქ ვბრუნდებით,
გულიც ჩვენი - სულ პასუხის მნდომელია,
და არც შეუცდომელია.
ვინმეს უსმენ?!
- სულ სხვა ტყუის,
თვითონ?!
- სხვაზე მართალია და ფიქრშეუწვდომელია.
ისე ჩამთვლემს სამუდამოდ,
ვერც გავიგებ:
- ჩვენიანი - რომელია?
ჩვენიანი?!
- ნიშნავს წრფელს და
ნიშნავს კეთილს,
გასამარჯვებს,
რადგან ჩვენი ტომელია.
ანუ ნიშნავს ისეთს,
თავი რომ გვგონია და ვკითხულობთ,
როგორც ბავშვი - სიბნელეში:
-ჩვენიანი რომელია?
Laravel
კომენტარი
0