ჩანაწერი
Laravel
ფრაგმენტი ძველი ფაილიდან
#ლექსები
ნინო დარბაისელი
(ფრაგმენტი - ძველი ფაილიდან)
***
დაე დაიცალოს - რაც დასაცლელია, პირთამდე აივსოს - რაც ასავსებია,
რაღაც გაუგებარ ღობეებს ვაწყდები, ჩემთვის უცნაური, უცხო წესებია.
სიკეთის დამნახავს - თვალი დავსებია,
თამამად ვერავინ გაგილექსებია,
პროფესორს - ქურდობა შეუთავსებია,
რამდენი ტყუილი ღაღადისებია,
გგონია, სხვა რამე, უკეთესებია?
რამე საღირსებო - აქ ვის ღირსებია!
წარსული არაო, არ გაგვახარაო,
აწმყო სასურველი ჯერ არ დამდგარაო,
ხოლო მომავალში - უარესებია.
ხანდახან მგონია, რომ იმ საქართველოს,
მე რომ მენატრება, არც უარსებია.
1994
ნინო დარბაისელი
(ფრაგმენტი - ძველი ფაილიდან)
***
დაე დაიცალოს - რაც დასაცლელია, პირთამდე აივსოს - რაც ასავსებია,
რაღაც გაუგებარ ღობეებს ვაწყდები, ჩემთვის უცნაური, უცხო წესებია.
სიკეთის დამნახავს - თვალი დავსებია,
თამამად ვერავინ გაგილექსებია,
პროფესორს - ქურდობა შეუთავსებია,
რამდენი ტყუილი ღაღადისებია,
გგონია, სხვა რამე, უკეთესებია?
რამე საღირსებო - აქ ვის ღირსებია!
წარსული არაო, არ გაგვახარაო,
აწმყო სასურველი ჯერ არ დამდგარაო,
ხოლო მომავალში - უარესებია.
ხანდახან მგონია, რომ იმ საქართველოს,
მე რომ მენატრება, არც უარსებია.
1994
Laravel
კომენტარი
0