ჩანაწერი
Laravel
მკვლელი მეკვლენი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მკვლელი მეკვლენი
იცინის მეკვლე:
-ასე ტკბილად დამიბერდითო,
და მუჭით გვაყრის თავზე კანფეტებს.
იცინის მკვლელი:
- ასე მწარედ დაიხოცეთო,
გვაყრის ტყვიებს და ბომბით გვაფეთებს.
ყველგან ცეცხლია, სიცივეში - იწვი, თან თბები.
ერთად აცხადდა ომნანახთა ნაამბობობები:
მიწაზე - მკვდრები, ნანგრევები, კატაკომბები;
ციდან - დრონები, მიყოლებით ცვივა ბომბები.
აქ მკვდარ-ცოცხალი - არ გაირჩევა.
ფუჭია რჩევა!
ვინ გადარჩება?
ნინო დარბაისელი
მკვლელი მეკვლენი
იცინის მეკვლე:
-ასე ტკბილად დამიბერდითო,
და მუჭით გვაყრის თავზე კანფეტებს.
იცინის მკვლელი:
- ასე მწარედ დაიხოცეთო,
გვაყრის ტყვიებს და ბომბით გვაფეთებს.
ყველგან ცეცხლია, სიცივეში - იწვი, თან თბები.
ერთად აცხადდა ომნანახთა ნაამბობობები:
მიწაზე - მკვდრები, ნანგრევები, კატაკომბები;
ციდან - დრონები, მიყოლებით ცვივა ბომბები.
აქ მკვდარ-ცოცხალი - არ გაირჩევა.
ფუჭია რჩევა!
ვინ გადარჩება?
Laravel
კომენტარი
0