შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ცალკუთხა ღიმილი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცალკუთხა ღიმილი

ვთვლიდი, ცალკუთხა ღიმილი -
სჩვევია ფლიდს და მპარავს,
თავისი ავის მფარავიც ეფარვის ამა კარავს,
ობოლი ვნახე დავრწმუნდი, აქამდე მიმიქარავს,
ნიღაბი - ირონიული - მტკივნეულ სახეს ფარავს.

განსაცდელს შესჭიდებია ვინაც სრულიად მარტო,
ვინც იცის, მოვა არავინ, როცა ნამდვილად გიჭირს,
როდესაც ნაღალატევი - ბალიშს ცრემლებით ალტობ,
დამცინავ ნიღაბს მიაგნო, ამასაც უნდა ნიჭი.

კეთილია თუ ავგული, იქნებ - ორივეც ერთად?
მიდი, სცადე და გაიგე, ვინ რას იფარავს როდის!
მასკარადია ზრახვათა და რია-რია ფერთა…
რკვევაში გადის ცხოვრება, არც უკეთესი მოდის!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →