ჩანაწერი
Laravel
მწარსული
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მწარსული
ცხოვრება - ზღვა არის, თუ გარეთ წყნარია
და ბნელშიც ელვარებს,
შიგნიდან მღელვარებს,
ასცქერის მწვერვალებს.
მუდმივი ტალღები, მოქცევა-მიქცევა,
ახდება ოცნება? - წარსულად იქცევა.
ზემოთ - თავაზია, ქვემოთ - ტირანია.
სუსტებს და ტანჭრელებს შეხრავს პირანია.
ვინც გაგბრაზებია, ვინც მოგფერებია, ყველა დაილექა,
ფენა - ფენებია.
ირგვლივ იყურები, ირგვლივ სულ ზღვებია,
ვისაც უხარია, ყველას - უზღვევია.
რამდენი დამშრალა, ადრე დალეულა,
ფსკერი ჩანს - ჩონჩხები, კირში არეულა.
და რჩები ბრძენეულად,
გრძნეულად,
ეულად.
“-დიდ ზღვას არ ელევა მოსული - წასული,
დროზე! დაუამე, ჰა, მოასწარ სული!”
ახლა-ღა გებულობ, საბრალო, მწარ სული -
ნატვრა ახდენილი - გახდება წარსული!
ნინო დარბაისელი
მწარსული
ცხოვრება - ზღვა არის, თუ გარეთ წყნარია
და ბნელშიც ელვარებს,
შიგნიდან მღელვარებს,
ასცქერის მწვერვალებს.
მუდმივი ტალღები, მოქცევა-მიქცევა,
ახდება ოცნება? - წარსულად იქცევა.
ზემოთ - თავაზია, ქვემოთ - ტირანია.
სუსტებს და ტანჭრელებს შეხრავს პირანია.
ვინც გაგბრაზებია, ვინც მოგფერებია, ყველა დაილექა,
ფენა - ფენებია.
ირგვლივ იყურები, ირგვლივ სულ ზღვებია,
ვისაც უხარია, ყველას - უზღვევია.
რამდენი დამშრალა, ადრე დალეულა,
ფსკერი ჩანს - ჩონჩხები, კირში არეულა.
და რჩები ბრძენეულად,
გრძნეულად,
ეულად.
“-დიდ ზღვას არ ელევა მოსული - წასული,
დროზე! დაუამე, ჰა, მოასწარ სული!”
ახლა-ღა გებულობ, საბრალო, მწარ სული -
ნატვრა ახდენილი - გახდება წარსული!
Laravel
კომენტარი
0