ჩანაწერი
Laravel
კვარცხლბეკი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კვარცხლბეკი
(ანას)
შენ - ცხადში მეძებ, დროს უქმად ხარჯავ,
არ მპასუხობო, მიწყრები, მე კი
წუხანდელივით სიზმარი მტანჯავს
ეს სიზმარია - ჩემი კვარცხლბეკი -
- ქერათმიანი
მე ავსიზმრეულ კლდე- ღრეთა შორის
ქვითინ-ქვითინით ვიარები, დაგეძებ, დაო,
ძებნაში კაბა დამიძველდაო,
ჯღანი გამიცვდა, დამისველდაო,
ო, როგორ მინდა შეგეხმიანო,
ადამიანო, შავთმიანო!
მე შენზე მტირალს - ცრემლი წამიღებს,
მორევები ჩამატრიალებს,
ესეც დობაა -
ჩემივე ცრემლის მდინარეში ცრემლდიდობაა,
მე დავიხრჩობი, ტყუპისცალო,
დაბადებითვე შავბედისცალო,
ნაღვლისცალო,
შენ - სიმწრისცალო,
ეს გული უნდა დაგაცალო,
წასვლა არ უნდა დაგაცალო,
ან რატომ უნდა გაგეცალო,
განა ჩემამდე კლდიდან თავადვე არ გადაეშვი საკუთარ ცრემლთა მდინარეში?
ღირს კი რამისთვის ამქვეყნად შებმა?ვიდინოთ ერთად,
თან ცალ-ცალკე,
შეურევლებმა,
დაიმახსოვროს ამა ალაგმა -
ცალობა - ვერა ძალამ ალაგმა,
როგორც თეთრმა და შავმა არაგვმა,
ვიდინოთ,
ვიდრე
ორივეს თავად დარჩენისა ძალი რამ მოგვდგამს,
ვიდრე იტყვიან, “და ორივე რამ გადარია?!”
ვექანებოდეთ, მოედებოდეს არემარეს ეს რია-რია!
(რა? - სიზმარია?!)
ვიდრე დამცხრალნი და დუნენი,
ფშავის არაგვთან შერეულები, ერთფეროვნები,
მცხეთასთან მტკვარში შერეულები ჩავედინებით.
უჩვენწყლებოდ მტკვარი - მკვდარია.
კლდის ნაშალი შავი ქვები შენ - მცხეთამდე გეთრია,
ვაჟი - ერთი გვეთნეოდა, ვის გულს მეტად ეთნია.
მე - კირქვებმა გამათეთრა, შავთან - თეთრი მკვეთრია.
შენი ჭირი - შავი იყო, ჩემი ჭირი - თეთრია.
მენატრება საქართველო, ის ველები, ის ზვრები,
დაო, დღისით შორი ხარ და ღამით - დამესიზმრები.

კომენტარი
0