შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შუშეულისა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

შუშეულისა

კაცი კითხულობს არაკს:
- რატოა ნეტა ასე,
ღარიბს რამეს სთხოვ? - არ აქვს,
მაგრამ სიტკბოთი გავსებს.

თუ რამე სთხოვე მდიდარს,
სულ ამაოა გარჯა.
გიშორებს დარბაზიდან,
არც ესმის შენი ტანჯვა.

ბრძენი პასუხობს: - აბა,
ფანჯრიდან გაიხედე!
რას ხედავ? - ქალი აბამს
ბატკანს. მზე ფერავს ქედებს.

გაჭირვებულის ჭირი
სიტყვით ვინ მოაშუშა?
ფანჯარაც, სარკის პირიც
არის უბრალოდ, შუშა,

განსხვავებაა მხოლოდ
ფანჯარა - გაგახედებს,
სხვებს ხედავ, ხოლო
სარკე მისჩერებია კედელს,

დგახარ, შენს თავსვე უკმევ?
შენს თავს შესცქერი ცალკე?
ცოტა ვერცხლი და - უკვე
ფანჯარა ხდება - სარკე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →