შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წარმავალობის მონორაიმი

#ლექსები

ნინო დარბაისელი
წარმავალობის მონორაიმი

(1942-ში ებრაელმა შტეფან ცვაიგმა თავი მოიკლა, “ფაშიზმი - ქვეყნის აღსასრულიაო”. ერთი ჩემიანი - ჯერ უსასოობისგან - გათხოვილა. ახლა - ნანობსო.)

ვაი, მწუხარებაო, შენ, თვალშეუდგამო,
ვისთვის - ფრთებო ნალეწო, ვისთვის - მხოლოდ დგამო.
შეიფაროს რამდენი ფიქრის ამ ქოლგამო,
ან იტიოს რამდენი გულის ხანაგამო?!
რამდენს ვუთხრა,:- გეყოფა ფიქრები ეგ ამო!
ყველაფერი გაივლის, გამოცდილა, გამო…
ტკივილს მარტო ნუ ებრძვი, მოდი, კარში გამო!
ნაბიჯს სასოწარკვეთით თუკი გადადგამო,
თავის მოკვლა გინდოდა?! - გვირგვინს რად იდგამო?
წარუვალს ნუ გადაწყვეტ - წარმავალის გამო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →