ჩანაწერი
Laravel
მე - პაციფისტი, კიდევ და კიდევ
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მე - პაციფისტი, კიდევ და კიდევ!
ომი - ომია!
ომში მინიმუმ მხარეა ორი,
ორივე მხარეს ემსახურება მკაცრი ცენზორი,
ორივე მხარე ირწმუნება, რომ ბულბულია,
ებრძვის ყორანი, სვავი, ქორი -
ის - აგრესორი,
სხვისი რუპორი,
და უსამართლოდ დაადეს ტორი,
მეორე მხარეს - არის ნამდვილი მოროდიორი,
სასტიკი,
მკვლელი,
ტერორისტი,
დაუნდობელი,
არ განირჩევა მისგან უცხო და ახლობელი…
თვითონ?!
- სამართალს იცავს ბრძოლით,
ღვთის მადლობელი.
თვითონ?
- ჯარისკაცს აქორწინებს შუა ბრძოლაში,
თითქოს უკეთეს დროს ვერ ნახავს მფრინავი - რაში,
თვითონ?
- მამაცებს ვეღარ ატევს პროზექტურაში.
თვითონ?
- ბავშვები - ყვავილებით ეგებებიან,
და მოხუცები მოსაკითხით ზედ ატკბებიან,
თვითონ?!
- მშვიდობა მიზნადაა აქვს,
იბრძვის ნიადაგ,
ომში ორივე მხარე ამით ერთურთს მიაგავს,
თავისას - გმირს და მტრის დაღუპულს - უწოდებს ნაგავს.
არწმუნებს ყველას,
მთელ დასაკარგს, სულ მტერი კარგავს
თვალცრემლიანი გადასცქერის ნათესს და ნარგავს.
ომი - ომია!
გამჩაღებლები?! - თავს იცავენ,
ხეირს იმკიან.
ფრონტზე და ზურგში - სიკვდილია,
და ბრძოლაში - ძრწოლის პიკია,
დაბლა და დაბლა
სიცოცხლის ფასი მთლად კაპიკია..
ცრემლი მიმრავლდა,
არ მელევა ხილვა- ჩვენება.
მინდა ვთქვა, ომის მდომს არ ასცდეს რამ შეჩვენება,
უსასრულოა ომთა გამო ნგრევა-შენება
და კაცთა მოდგმას წინ მიუძღვის არა მშვენება,
არამედ ავი და ბოროტი - გარეშე ნება.
და მე ვერ ვხედავ
აქ სადაა გზა-გასავალი,
არავინ იცის ამ ჩიხიდან გამოსავალი,
და მე არ ვიცი,
ვინ მოჰგვაროს განწირულს შვება,
მართლა არ ვიცი,
ამ სამყაროს რა ეშველება!
ნინო დარბაისელი
მე - პაციფისტი, კიდევ და კიდევ!
ომი - ომია!
ომში მინიმუმ მხარეა ორი,
ორივე მხარეს ემსახურება მკაცრი ცენზორი,
ორივე მხარე ირწმუნება, რომ ბულბულია,
ებრძვის ყორანი, სვავი, ქორი -
ის - აგრესორი,
სხვისი რუპორი,
და უსამართლოდ დაადეს ტორი,
მეორე მხარეს - არის ნამდვილი მოროდიორი,
სასტიკი,
მკვლელი,
ტერორისტი,
დაუნდობელი,
არ განირჩევა მისგან უცხო და ახლობელი…
თვითონ?!
- სამართალს იცავს ბრძოლით,
ღვთის მადლობელი.
თვითონ?
- ჯარისკაცს აქორწინებს შუა ბრძოლაში,
თითქოს უკეთეს დროს ვერ ნახავს მფრინავი - რაში,
თვითონ?
- მამაცებს ვეღარ ატევს პროზექტურაში.
თვითონ?
- ბავშვები - ყვავილებით ეგებებიან,
და მოხუცები მოსაკითხით ზედ ატკბებიან,
თვითონ?!
- მშვიდობა მიზნადაა აქვს,
იბრძვის ნიადაგ,
ომში ორივე მხარე ამით ერთურთს მიაგავს,
თავისას - გმირს და მტრის დაღუპულს - უწოდებს ნაგავს.
არწმუნებს ყველას,
მთელ დასაკარგს, სულ მტერი კარგავს
თვალცრემლიანი გადასცქერის ნათესს და ნარგავს.
ომი - ომია!
გამჩაღებლები?! - თავს იცავენ,
ხეირს იმკიან.
ფრონტზე და ზურგში - სიკვდილია,
და ბრძოლაში - ძრწოლის პიკია,
დაბლა და დაბლა
სიცოცხლის ფასი მთლად კაპიკია..
ცრემლი მიმრავლდა,
არ მელევა ხილვა- ჩვენება.
მინდა ვთქვა, ომის მდომს არ ასცდეს რამ შეჩვენება,
უსასრულოა ომთა გამო ნგრევა-შენება
და კაცთა მოდგმას წინ მიუძღვის არა მშვენება,
არამედ ავი და ბოროტი - გარეშე ნება.
და მე ვერ ვხედავ
აქ სადაა გზა-გასავალი,
არავინ იცის ამ ჩიხიდან გამოსავალი,
და მე არ ვიცი,
ვინ მოჰგვაროს განწირულს შვება,
მართლა არ ვიცი,
ამ სამყაროს რა ეშველება!
Laravel
კომენტარი
0