ჩანაწერი
Laravel
კროჭი
#ლექსები
(ჭ - ლოკ. თანხ.-ია. ენაში, არცთუ ფართოდ გამოყენებადი. მისით ბგერწერული თამაშები - სახალისოა!)
ნინო დარბაისელი
კროჭი
(ეს პირველი შემთხვევაა, ცვლილება მაქვს ლექსში მყისი,
მთელი ტექსტი დავასრულე, დავამატე დასაწყისი.
დედაჩემმა ლექსი ნახა, იქოქოლა, იწიწინა.
-დედი, კროჭი - სამკაულის ყუთს გვირქვია პაწაწინას.)
თუშ-ფშაური, დიალექტი - საგანძური არის ენის.
მშობლიური - თუკი გიღირს, უცხოს - ვინ რას შემოგტენის!
ზოგი არის ნებიერი, მოქარგული უყვარს კროჭი,
დადის მორთულ-მოკაზმული, რა - სიბერე, რის - ნაოჭი!
გიყვარს სარჭი? გასარჭობი? მოსახვეჭი? მოსაბოჭი?!
რომც იწვალო, ვერ დაიტევ, თუ მოზრდილი არ აქვს კროჭი.
ზოგი კროჭში ბროჭს აურევს, შეცდომაა რამ საჭირე!
კროჭი სხვაა, ბროჭი - სხვაა, ბროჭს - გულდაგულ მოუჭირე!
ორკროჭობა - სხვას უძრახე. აჭყვიტინდი, როგორც გოჭი?
შეგშურდა თუ დაუწუნე?! - თუ მოგინდა კიდევ კროჭი?
ორკროჭობა - განუკითხე, თითქოს მტერი გაგეკოჭა,
სხვას - ორობა გაუკილე, მერე იყავ მრავალკროჭა!
მთლად უკროჭოს რაღა უნდა?! - ეძებს ყელზე მოსაყროჭებს?
მოუხდება კარგი ჭოჭი, ალბათ ვინმეც დაუჭოჭებს!
მინდა ვუთხრა კროჭიანებს, უჭოჭმანოდ შესაბოჭებს,
ბროჭებს კარგად მოუჭირეთ, გაუფრთხილდით თანაც კროჭებს!

კომენტარი
0