შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულური

ნინო დარბაისელი

გაზაფხულური

გაზაფხულია, გადამსკდარა ორად ლებანი.
გაღვიძებულან სუნები და სურნელებანი.
ნაზამთრალ სენებს უდგათ ჟამი გამოღვიძების,
პანაშვიდები ბიცოლების ანდა ბიძების
ახლა წამოვა. გაჭირვებით და ჭირთა თმობით
გადაღლილები - იხარებენ გარეთ დათბობით.
მომრავლებულა გასაყიდი ყოჩივარდები.
სენტიმენტები მეძალება, დარდში ვვარდები.
ქურქები ანდა ქურთუკები - ხელთათმანები-
ქუდებიც - ჩრჩილებს - დღემდე ხელიხელსაგოგმანები.
მოიჩითება წვრილყვავილით მინდორ- ველიო.
ჩიტებს მოიხმობს - სამიმოზე- საკამელიო.
შენთვის კი არა, თავმოსადრეკიც არ მაქვს, ველიო,
იესო, სოროც არ დარჩება რამ, სამელიო.
რა ადვილია, ახლა გული აიყოლიოთ!
ეზრას რომ უთხარ სასტიკიაო,
გახსოვს, ელიოტ?! -
- აპრილის თვეზე. გინდათ ის ხსოვნა ისევ სვათ, ლიოთ?
მარტზე კარგის მთქმელთ - გაზაფხულები არ დაელიოთ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →