შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რძე

ნინო დარბაისელი

რძე

გიყვარდა ხოლმე გამოთქმანი
ესევითარი,
რომ “შვილის გაზრდა -
ასადუღარი რძესავით არი”.

დაადგამ, ელი და არ იძვრის, ფიქრად მოგივა,
რომ რაწამს სხვაგან გაიხედავ, იქ - გადმოგივა?!

ვინ ჰკითხავს დედას, რა გინდაო, ვინ ვშვათ და რა ვშვათ?
შემოგაბერდი და ამ დღემდე შემოგრჩი ბავშვად.

შენს ნაოცნებარს ასცდა ჩემი ზეგარდმო ბედი
და სადაც თვალი ამაცილე, გადმოგივედი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →