შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლამაზი ქალი არასოდეს უნდა დაბერდეს

ესეც დედიკოსთვისაა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ლამაზი ქალი - არასოდეს უნდა დაბერდეს

ვარდი - უწყლო და დასრესილი კაბა ,, ჯივენჩი”,
სანთლად ჩამწვარი, დაჭმუჭნული ტრფობის წერილი -
თვალწინ მიდგება, შენს ძველ ნაცნობს არაფერს ვერჩი,
თავისა მიჭირს, ვარ სიბერისკენ გადაფერილი.

-იცი, რა გოგო იყოო ადრე?!
ერთ ბებერ ქალზე შეუხედავზე
მითხარი, სიტყვა ვერ შემოგკადრე.
ეგ სიტყვები კი ღიმილით მავსებს.

თქვენს შემხედვარეს - სევდა მაჩნია.
ჟამს ატანთ სახეს, ღიმილს თუ ფერდებს,
მე - რა, ცხოვრებაც მიჟამიერდეს,
ვსევდიანობდე, გულიც მიმღერდეს!
მე სიბრძნის წიგნთა ვუჯერებ გვერდებს:
სიცოცხლეს - სხვა გზა არ გააჩნია.

და მაინც ვიტყვი მე გაჯიქებით,
ბევრი გარჯილა თქვენი შექებით,
სხვათა ხსოვნაში რად ილექებით?!
გადღეგრძელებენ სავსე ჭიქებით:

ლამაზი ქალი - სულ წარუვალ მუსიკად ჟღერდეს,
ლამაზი ქალი არასოდეს უნდა დაბერდეს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →