შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხსოვნა პირველი სიყვარულისა

ნინო დარბაისელი


ხსოვნა პირველი სიყვარულისა

მას უყვარდა ბალახის ღერის მინდვრად არჩევა…
(ამ ლექსს გასართობად ვწერ,
სხვა ლექსებში არც შევა).

მოწყვეტილი იმ ღერის კბილებშუა მოქცევა,
და ღიღინი სიმღერის - ჩემთვის საამო ქცევა.

როგორ ლაპარაკობდა?! - უცნაური ყოვნებით.
შევცქეროდი პირღია, ვგრძნობდი, რა მიყო ვნებით?

სხვა რამ დადებითები? კიდევ რამ მომაწონა?
თმა იმისი ხუჭუჭი? იმისი ზომა-წონა?

სიყვარული - პირველი, გრძნობის მალამოა…. ტანს?
დაწყებული ზაფხულში, სექტემბრამდე მოატანს…

თუ სროლაში მარდი ხარ, შორს მიფრინავს ძლიერ ქვა.
რაც მახსოვდა, გითხარი…აღარ მახსოვს, რა ერქვა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →