შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ცხრა ძმის რეტრო, (სარ-კასტური)

ნინო დარბაისელი
ცხრა ძმის რეტრო
(სარ-კასტული)


-დედი, მაგ შენს უბეში ნეტა რა ნაყოფია?
- თხილის ერთი მარცვალი, ცხრა ძმის გასაყოფია.

- თხილის გული - უბეში რაღა შესანახია?
- რომ გადავცე, სუყველა ერთად დასანახია,
თავი ვერ მოვუყარე, ვიცი, დასაძრახია.

- არ ამძაღდეს ამდენხანს უიმედო ტარებით!
- ჰო, დრო გადის ამდენი
ხრიკების ჩატარებით,
ამაოდ ჩაბღუჯული დროშის მსხვილი ტარებით,
წრეში ჩაკეტილები - უქმად დავეტარებით.

-ერთი თხილი, მითხარი, ცხრა ძმამ როგორ გაიყოს?
- როგორ?! - ერთმა მათგანმა მსხვერპლი უნდა გაიღოს,
ოღონდ რისკი იმისი ვინმემ უნდა აკურთხოს,
როგორც ტატო იტყოდა, განა ძმები “ა-კურ-თხოს”,
მძაღე თხილი დაღეჭოს, დანარჩენს - შეაფურთხოს!

ჰოდა, მიდის ფურთხება,
წყევლა-კრულვა, კამათი…
დამნაშავე ვინაა?!
ვინ და… დედა ამათი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →