შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ფიქრის დავითები და

ნინო დარბაისელი

ფიქრის დავითები და

***

ფიქრის დავითები და ფიქრის - სულამითები,
აწმყო - გაუხარელი, მომხიბლავი - მითები.
გაურბოდი ამ ყოფას, მითებს სულ ამით ები.

მაინც რაა ცხოვრება, თან ვერ იტან, თან - ელი;
იყოს პარიზელი და გინდაც, მაგადანელი,
ირგვლივ - ყველა ორპირი, ყველა - გაუტანელი..

მოციქულნი სატანის! რას გერჩიან, წლებია?
“ვაის!” გამოუძვრები?! - “ვუი!” შენაცვლებია,
სულ - გადასატანია და სულ - გასაძლებია…

მაგრამ იქნებ სხვებისთვის თავად შენ ხარ ავი და
არმისანდო თავიდან - შენ - ხარ უმართავი და
არკვევ, ამასობაში - ეს ცხოვრებაც გავიდა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →