ჩანაწერი
Laravel
პეპლისა
ნინო დარბისელი
პეპლისა
(“თუ ტარაკანას გასრეს - გმირი ხარ, პეპელას გასრეს? - მკვლელი. გამოდის, რომ მორალს განსაზღვრავს ესთეტიკა”- ფ. ნიცშე)
ვინ თქვა, რომ მხოლოდ ნიჭზე,
ლაპარაკობდა ნიცშე?!
თუ ტარაკანას მოკლავ,
- შენ მამაცი ხარ გმირი,
მაგრამ პეპელის მოკვლა?
ნაზის?
გულგასაგმირის?!
მოეთხოვება მორალს,
მოეთხოვება კანონს,
მწერს, უფლის ნაამბორალს
არგოს - სატარაკანო?
აქ - სილამაზე კვდება,
სისაზიზღრე კი - იქა.
მორალს - სჩვევია კდემა,
განსაზღვრავს ესთეტიკა!
მორალი - კანონს ასცდა?
განსასჯელია კაცთა?
აიბენ?! ეგე, ენდე,
ჩემო საწყალო თავო!
ისევ კანონებს ენდე,
არის საყოველთაო!
პეპლისა
(“თუ ტარაკანას გასრეს - გმირი ხარ, პეპელას გასრეს? - მკვლელი. გამოდის, რომ მორალს განსაზღვრავს ესთეტიკა”- ფ. ნიცშე)
ვინ თქვა, რომ მხოლოდ ნიჭზე,
ლაპარაკობდა ნიცშე?!
თუ ტარაკანას მოკლავ,
- შენ მამაცი ხარ გმირი,
მაგრამ პეპელის მოკვლა?
ნაზის?
გულგასაგმირის?!
მოეთხოვება მორალს,
მოეთხოვება კანონს,
მწერს, უფლის ნაამბორალს
არგოს - სატარაკანო?
აქ - სილამაზე კვდება,
სისაზიზღრე კი - იქა.
მორალს - სჩვევია კდემა,
განსაზღვრავს ესთეტიკა!
მორალი - კანონს ასცდა?
განსასჯელია კაცთა?
აიბენ?! ეგე, ენდე,
ჩემო საწყალო თავო!
ისევ კანონებს ენდე,
არის საყოველთაო!
Laravel
კომენტარი
0