ჩანაწერი
Laravel
სენატი და ხალხი რომაელი
ნინო დარბაისელი
SPQR - სენატი და ხალხი რომაელი*
აქ - ტბა იყო, მერე ამოაშრეს,
დინებები კვლავ ტბორავდა ფუძეს.
გიდი ამბობს: -დაუკვირდით ამ შრეს,
შრეზე შრეა, იმას სხვა შრე უძევს!”
აქ ნერონის ნასახლარებს ახლა
ემატება ფენად ნასახლარი,
ეს არკადა აქ ვინ გაადახლა,
გასამიჯნი ვინ გაავლო ლარი!
გზა ყოველი - რომისაკენ მიდის,
გზას - ბილიკიც უამრავი ერთვის,
ლათინური? ენა - კიდით-კიდის?
ენა - ბევრი, კვნესის ენა - ერთი!
სარდაფებში - სარდაფები - წყლები..
დავიწყებას - გისჯის თუკი კრება,
რა აზრი აქვს, როგორ დაიწყები?
თუ დასრულდი - შენი ხსოვნაც ქრება.
ზეცისაკენ მარმარილოდ მსწრაფი
ჯურღმულებად - მე რად მეძალები!
სისხლი, სისხლი, ისტორიის ქაფი,
ბნელ კუთხეში- მონა-მეძავები.
რომს - ქუჩაში ჭამა უყვარს, რადგან
მჭიდროა და რომაც დაიხოცონ,
შეუძლიათ, ყველგან ქურა დადგან?
რა ჩააქრობს გაღვიძებულ კოცონს!
სისასტიკე - როგორც სამშვენისი!
გუმბათებზე - წარწერათა წყება…
რომმა იცის - ხსოვნა მარადისი,
მარადისიც - იცის - დავიწყება.
ერთგულებიც რომ გეხვიოს გუნდად,
თუ არ გინდა, ხვედრი გერგოს ავი,
მონა - მონად! ხალხს გართობა უნდა,
არ მოაკლო რამე სანახავი!
ქვათა შუა - ვიწრო გასაძრომი
წინ - სტელები - აზიდული ცადო,
ერთხელ მაინც უნდა ნახო, რომი -
მხოლოდ ნახო?! - უნდა განიცადო!
და წარწერა “ეს-პი-ქიუ-არ “- ისევ
იქ მოგელის, უკვე რომ არ ელი,
შენ ტურისტო, დარდს ნუ შემოისევ! -
- “სენატი და ხალხი რომაელი!”
იტყვის ერთად ისევ “ეს ფი ქიუ არს”,
და ეს ნიშნავს დასტურს, არა უარს,
წამოანთებს გულში განაღუარს
ხმა დიადი, მყოფადს გადაუარს!
- - - -
*ეს აბრევიატურა, რომელიც ბევრგან შეგხვდებათ იტალიაში მოგზაურობისას, ანტიკურობის ნიშანია, რომაული დემოკრატიის ბეჭედი, გადაწყვეტილებას რომ ერთვოდა.
SPQR - სენატი და ხალხი რომაელი*
აქ - ტბა იყო, მერე ამოაშრეს,
დინებები კვლავ ტბორავდა ფუძეს.
გიდი ამბობს: -დაუკვირდით ამ შრეს,
შრეზე შრეა, იმას სხვა შრე უძევს!”
აქ ნერონის ნასახლარებს ახლა
ემატება ფენად ნასახლარი,
ეს არკადა აქ ვინ გაადახლა,
გასამიჯნი ვინ გაავლო ლარი!
გზა ყოველი - რომისაკენ მიდის,
გზას - ბილიკიც უამრავი ერთვის,
ლათინური? ენა - კიდით-კიდის?
ენა - ბევრი, კვნესის ენა - ერთი!
სარდაფებში - სარდაფები - წყლები..
დავიწყებას - გისჯის თუკი კრება,
რა აზრი აქვს, როგორ დაიწყები?
თუ დასრულდი - შენი ხსოვნაც ქრება.
ზეცისაკენ მარმარილოდ მსწრაფი
ჯურღმულებად - მე რად მეძალები!
სისხლი, სისხლი, ისტორიის ქაფი,
ბნელ კუთხეში- მონა-მეძავები.
რომს - ქუჩაში ჭამა უყვარს, რადგან
მჭიდროა და რომაც დაიხოცონ,
შეუძლიათ, ყველგან ქურა დადგან?
რა ჩააქრობს გაღვიძებულ კოცონს!
სისასტიკე - როგორც სამშვენისი!
გუმბათებზე - წარწერათა წყება…
რომმა იცის - ხსოვნა მარადისი,
მარადისიც - იცის - დავიწყება.
ერთგულებიც რომ გეხვიოს გუნდად,
თუ არ გინდა, ხვედრი გერგოს ავი,
მონა - მონად! ხალხს გართობა უნდა,
არ მოაკლო რამე სანახავი!
ქვათა შუა - ვიწრო გასაძრომი
წინ - სტელები - აზიდული ცადო,
ერთხელ მაინც უნდა ნახო, რომი -
მხოლოდ ნახო?! - უნდა განიცადო!
და წარწერა “ეს-პი-ქიუ-არ “- ისევ
იქ მოგელის, უკვე რომ არ ელი,
შენ ტურისტო, დარდს ნუ შემოისევ! -
- “სენატი და ხალხი რომაელი!”
იტყვის ერთად ისევ “ეს ფი ქიუ არს”,
და ეს ნიშნავს დასტურს, არა უარს,
წამოანთებს გულში განაღუარს
ხმა დიადი, მყოფადს გადაუარს!
- - - -
*ეს აბრევიატურა, რომელიც ბევრგან შეგხვდებათ იტალიაში მოგზაურობისას, ანტიკურობის ნიშანია, რომაული დემოკრატიის ბეჭედი, გადაწყვეტილებას რომ ერთვოდა.
Laravel
კომენტარი
0