შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ვენეციური მასკარადები

ნინო დარბაისელი

ვენეციური მასკარადები

ვენეციური მზე-ჩრდილები მომაგონდება,
ქვაფენილებზე, ღამით ლანდთა შორი გოდება.

მურანოული მინის ცაა, ვენეციური,
ჰანგები ისმის მიწიერი, მერე ზეციური

“წლის დროებისა”, ჰანგო, დილამდი რად ახმიანდი?
იქ ვიოლათი ვივალდისა მიმოდის ლანდი.

უთქვამთ ვენაში, “ რაკი მოკვდა, დაისვენაო”,
არ იძებნება ის საფლავი და ის ვენაო.

სულო, შენც გინდა დარჩე ხსოვნად მერე სიაში?
დაბადება სჯობს თუ სიკვდილი ვენეციაში?

ნიღბებით სავსე ვიტრინები, მასკარადები…
ჩონჩხებიანი მოელიან მას კარადები,

ვინც არ იჯერებს, რომ ორგია - წარმავალია,
ორგიის მერე - გახსენებაც არ მავალია.

გამახსენდება ვენეცია, შორი სალამი,
გამოყოლილი წიგნიანი ლომის ალამი.

და სხვათა უწინ,
სხვათა უმთავრეს
და სხვათა შორის,
ვენეციაში ნაწვიმარზე სუნია შმორის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →