ჩანაწერი
Laravel
გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა
ნინო დარბაისელი
გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა!
ომი - მტერთან და სიკვდილთან ჭიდილია.
ვის - მამა იფარავს, იფარავს ვის - მესია.
ზოგისთვის - სარფია, შანსი, იდილია,
რადგან იარაღი - მაგარი ბიზნესია!
კვდება - ჯარისკაცი. სად ხარ, იარაღო,
მტერს რითი შეებას, შიშველი ხელებით?
შენი გაწირო და მომხვდური ალაღო?
ბრძოლას ვინ მოიგებს მარტო გახელებით?
გავმწარდი, ბოროტი ფიქრები მესია:
ვისთვისაც ეს ომი - კარგი ბიზნესია,
ახლობლებს რომ ჰკითხო,
უკეთილესია,
უმზრუნველესია,
უგულჩვილესია…
რაა შეწყალება! ის - გასასრესია!
მტერი - გარეული,
მტერი - შინაური,
მიწიერ ჯოჯოხეთს პირი უკრა ვინა!
მაინც გაიმარჯვებ,
ყველას მოერევი
ჩემო უკრაინა,
ჩემო უკრაინა!
გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა!
ომი - მტერთან და სიკვდილთან ჭიდილია.
ვის - მამა იფარავს, იფარავს ვის - მესია.
ზოგისთვის - სარფია, შანსი, იდილია,
რადგან იარაღი - მაგარი ბიზნესია!
კვდება - ჯარისკაცი. სად ხარ, იარაღო,
მტერს რითი შეებას, შიშველი ხელებით?
შენი გაწირო და მომხვდური ალაღო?
ბრძოლას ვინ მოიგებს მარტო გახელებით?
გავმწარდი, ბოროტი ფიქრები მესია:
ვისთვისაც ეს ომი - კარგი ბიზნესია,
ახლობლებს რომ ჰკითხო,
უკეთილესია,
უმზრუნველესია,
უგულჩვილესია…
რაა შეწყალება! ის - გასასრესია!
მტერი - გარეული,
მტერი - შინაური,
მიწიერ ჯოჯოხეთს პირი უკრა ვინა!
მაინც გაიმარჯვებ,
ყველას მოერევი
ჩემო უკრაინა,
ჩემო უკრაინა!
Laravel
კომენტარი
0