ჩანაწერი
Laravel
ღამის ესკეიპი
ნინო დარბაისელი
ღამის ესკეიპი
(ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა გემიდან ცურვით გაიქცა სტანისლავ კურილოვი)
შიგნით ვინ იცის გარეთა დარი,
მზეა თუ საავდროა!
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა.
როცა სიცოცხლე ყელში გაწვება,
აუტანელი როა,
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა.
უნდა გასტყორცნოს სულმა სხეული,
მძიმეა, ვით ბადროა!
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა.
გარეთ რამდენი ვარსკვლავი ცვივა,
ცხოვრება რა მყუდროა!
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა!
აპოკალიფსის მოსჩანს მხედარი.
აქ - ყველა - სამხედროა.
გაქცეულები - არ ბრუნდებიან.
ღამე - გაქცევის დროა!
(2024 აგვისტო)
ღამის ესკეიპი
(ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა გემიდან ცურვით გაიქცა სტანისლავ კურილოვი)
შიგნით ვინ იცის გარეთა დარი,
მზეა თუ საავდროა!
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა.
როცა სიცოცხლე ყელში გაწვება,
აუტანელი როა,
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა.
უნდა გასტყორცნოს სულმა სხეული,
მძიმეა, ვით ბადროა!
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა.
გარეთ რამდენი ვარსკვლავი ცვივა,
ცხოვრება რა მყუდროა!
ღამით გარბიან ციხეებიდან,
ღამე - გაქცევის დროა!
აპოკალიფსის მოსჩანს მხედარი.
აქ - ყველა - სამხედროა.
გაქცეულები - არ ბრუნდებიან.
ღამე - გაქცევის დროა!
(2024 აგვისტო)
Laravel
კომენტარი
0