შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

არ ამირიო ეს ნახაზები

ნინო დარბაისელი

არ ამირიო ეს ნახაზები
(Noli turbare circulos meos!)

სირაკუზს აღარ დარჩა მეოხი.
ამბობენ ასე, რომ არქიმედე,
ქვიშაში წრეებს ხაზავდა ჯოხით,
რის მოფიქრალი, რის მოიმედე?!

- თუ გაუძელი - გაარღვევ ალყას,
მიდი, იომე და გაუძელი!
- მომხვდურმა ალყა რომ შემოარტყა,
ასე ფიქრობდა სირაკუზელი

მამაცი ერთი, შორით ნასროლი
სასიკვდილო რომ მოხვდა ისარი,
დააბარბაცა, დევგმირთა სწორი
და დაძაბუნდნენ მკლავნი ყმისანი.

“ნოლი ტურბარე სირკულოს მეოს” -
-( არ ამირიო ეს ნახაზები)
ფრთხილად იყავი, გონს მოუხმეო,
თქვა არქიმედემ იქ გაბრაზებით.

იგავი ესე გაისმის ხშირად,
როცა ერს ადგას რამ განსაცდელი,
ინტელექტუალს არ უჩინს ჩირად,
რისხვათა შორის რომელს ასცდები.

სიბრძნე ყოფილთა მე - ღონემიხდილს
სხვაგვარად მესმის, წიგნში მყოფია.
სიკვდილი - მოდის და გონი - მიდის!
ბრძენს მოერიდე, როცა ცოფია.
როცა თვალებში უყურებ სიკვდილს,
რაღა დროსია ფილოსოფია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →