შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჰიმნი ჯენზური

ნინო დარბაისელი

ჰიმნი ჯენზური

არ გვინდა სიტყვა - ჯონზე და ჯუნზე,
ანდა ბოთლიდან ამოსულ ჯინზე,
როდესაც ერი ვერ არის ჯანზე,
ერთი იმედი დარჩება - ჯენზი!

ჯენზი და ჯენზი,
ჯენზი და ჯენზი,
არვის დაისვამს არდასაჯენზე.

ჯენზი და ჯენზი,
ჯენზი და ჯენზი -
ერის საბჯენი -
- ცის მისაბჯენზე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →