ჩანაწერი
Laravel
აპაჩური პეტროგლიფები
ნინო დარბაისელი
აპაჩური პეტროგლიფები
(ვარიაციები ამერიკელ ინდიელთა ანდაზების თემაზე)
***
ვინც იყო და ვინც აქ არის ან ვინც მოვა,
ღმერთმა ერთად მოაგროვა,
ყველა ერთად არის მხოლოდ ერთი ბავშვი - ერთი ბავშვი - დედა-ცისქვეშ მოთამაშე!
***
სოფლის ძაღლები გამეტებით შეჰყეფენ მთვარეს,
მთვარე - ცაზეა, მიცურავს და მინაბავს თვალებს.
***
მიმოიხედე! სამყაროა სიკეთით სავსე
და თუ აქამდე უმადურად ცხოვრებას შერჩი.
სხვაზე ნუ ბრაზობ, სჯობს იფიქრო საკუთარ თავზე,
უბედურების ის მიზეზი - ეძიე შენში!
***
ან უნდა იყო ბავშვი, ანდა უბრალოდ შტერი,
რომ დაიჯერო, ტკივილს გაყენებს მხოლოდ მტერი.
***
სახლიც რომ გედგეს
სხვაზე დიდი, ტუფით ნაშენი,
ცოლიც რომ გყავდეს რჩეული და ყველაზე მშვენი,
თავზეც გეხვიოს ძენი მგელთან მოთამაშენი,
არ დაჯდე, ვიდრე არ დაჯდება უფროსი შენი!
***
ყოველ ცისმარე
მე ეს ცოდნა შემიძენია,
ჩვენი სიზმარი
თუ ჩუმდება,
- ჩვენზე ბრძენია!
დალოცვა
შეიძლება, ცუდ დროს - ცუდ ადგილას იყო,
ცუდ ადგილას იყო, უცებ გაირიყო!
ანდა ცუდ ადგილას - ბედი გაგებადროს;
კარგ ადგილას მოხვდე, მაგრამ გაგიავდროს,
დაე, მოხვდე მუდამ კარგ ადგილას - კარგ დროს!
***
თუ გსურს თავიდან აიცილო ხიფათი, ავი,
ბრძენს დაუჯერე, ნუ ენდობი ტყუილ- არაკებს!
ძაღლს მოერიდე - თუ არ არის იგი მყეფავი,
კაცს მოერიდე - თუ არ არის მოლაპარაკე!
***
შენი მტერი ნუ გგონია მამაცი და მარდი.
სიბნელეში - ყველა კატა ხდება ლეოპარდი.
***
ეს სიბრძნე მართავს მთასა და ვაკეს,
სიბრძნის გარეშე თავს გვესხმის რეტი:
- რა სჯობს აზრიან მოლაპარაკეს,
მაგრამ დუმილში - აზრია მეტი!
***
გაზაფხულზე გიჯობს,
ფრთხილად დააბიჯო.
მადლი - მოსულია,
მიწა - ორსულია!
***
სულს ცისარტყელა არ ელოდება,
ჯერ თვალს თუ არ გწვავს ცრემლით გოდება.
***
გინდ ღარიბი იყავი, გინდა გქონდეს ქონება -
სულერთია ღმერთისთვის. ყველა დაემონება!
***
ეს სიბრძნე წინაპრებისა, დაუწუნია არავის:
- ცუდია მასწავლებელი, სულ თუ მოწაფეც არ არის!
***
იმ ხაფანგში არ ჩავარდე, რაც მხეცისთვის დაგიგია,
თუ სიყვარულს რამეს უგებ, თვით ღმერთისა გაგიგია!
***
მამაცი და - ზარმაცი?
ჯერ არ დაბადებულა,
დაუზარებლობაა - სიამაყე კაცისა.
ხიფათს გამოეცალე!
იქ იყავი მამაცი,
სადაც ფასი იციან კაცის სიმამაცისა.
***
რასაც არ ელი - გიპოვის,
მოვა წვიმად და ქარად.
შიშს ან თვალებში ჩახედე,
ან გაასწარი ჩქარა!
***
ბედი - ეძლევა სულელს, იმის სავალზე ძევს.
უბედურება - დასდევს ყველაზე კარგს და ბრძენს.
***
ნახე, განა კიოტი დარბის დაოთხილი?
იცის დაცდა, სიჩუმე, მოძრაობა ფრთხილი.
ყველა წაგებულია, ვინც შიშისგან კიოდა.
მოგებულმა სუყველამ - თავი გაიკიოტა!
***
მინდა, მომეცეს ძალა,
ძმისთვის არ ვიყო ავი
და დავამარცხო მტერი -
საკუთარივე თავი!
***
არ იმალება, ყველა ცნობს, როგორც ცივსა და ცხელს,
სველსა და მშრალსაც ყველა ცნობს, ანდაც სქელსა და თხელს,
ბოროტი არის თავადაც, თუნდაც ნუ გაამხელს.
ვინც ბოროტებას შესცქერის, მაგრამ არ ანძრევს ხელს.
***
იწველება უხვად, მუდამ - სხვისი ფური
და ვერავის აძღობს - ნაქურდალი პური.
***
დღე დღევანდელიც გარბის, რომ დროზე გამერმისდეს,
მოვდივართ თითო-თითო, მივდივართ წყება-წყება.
მაინც ასეა თურმე, ყველა თავის გზას მისდევს,
დასაძინებლად ყველა თავის გზაზევე წვება!
***
დედა ბუნებამ იცის ადამიანზე მეტი,
თვით ბრძენთა-ბრძენზე მეტი,
ღვთით ცოდნა მიეცა!
ქარი - ყველასთვის ქრის და
ყველას ასველებს წვიმა,
მზეც ყველასია, ღამით
- ყველას დაჰყურებს ცა.
***
არ გინდა გერქვას ჭორიკანა ან კიდევ ბრიყვი?!
- ზურგსუკან სხვაზე ნურაფერს იტყვი.
თუკი შორსაა, საბოლოოდ შენა ხარ ცოდო,
ვისზეც რას ამბობ, ჯერ გაზომე -
იქ უნდა იყოს, უცებ ხელი რომ გაუწოდო!
***
მასპინძელი ხარ?
გაიხსომე ეს ოქროს წესი,
როდესაც კარზე მოგადგება ღვთის ნაშიერი,
სტუმარი მუდამ დაღლილია,
შეციებული,
რაც მთავარია, სტუმარი არის მუდამ მშიერი!
***
ღმერთო, ძლიერი და მამაცი
მტერი მომეცი,
მომეცი მტერი, მრავლისმნახველი,
რომ თუ დავეცე,
ქვეყნად დამრჩეს გმირის სახელი!
***
არ განსაჯო შენი მეგობარი,
მწარე სიტყვა მოდის, მოსისინებს,
დაიცადე, ვიდრე ორი მთვარე
არ ატარებ მისას მოკასინებს.
***
ინაია წინაპრებს შეერია,
ინაიამ ასე თქმა იცოდა:
- ცოცხალი გყავს ერთი მტერი? - ბევრია,
ხოლო ასი მეგობარი - ცოტა!
***
დიად სულს ვერსად დაემალები,
თუ გინდა, თეთრი ბუმბული იცხე!
ცოდვას მოჰყვება ბევრი წვალება,
როგორც ციებას - მოჰყვება სიცხე!
***
მშიერს - არა მოჰკითხო,
მაძღარს - ნუ შესთავაზებ,
მაშვრალს - თუ დაარწყულებ,
ნუ იდარდებ დავაზე.
აპაჩური პეტროგლიფები
(ვარიაციები ამერიკელ ინდიელთა ანდაზების თემაზე)
***
ვინც იყო და ვინც აქ არის ან ვინც მოვა,
ღმერთმა ერთად მოაგროვა,
ყველა ერთად არის მხოლოდ ერთი ბავშვი - ერთი ბავშვი - დედა-ცისქვეშ მოთამაშე!
***
სოფლის ძაღლები გამეტებით შეჰყეფენ მთვარეს,
მთვარე - ცაზეა, მიცურავს და მინაბავს თვალებს.
***
მიმოიხედე! სამყაროა სიკეთით სავსე
და თუ აქამდე უმადურად ცხოვრებას შერჩი.
სხვაზე ნუ ბრაზობ, სჯობს იფიქრო საკუთარ თავზე,
უბედურების ის მიზეზი - ეძიე შენში!
***
ან უნდა იყო ბავშვი, ანდა უბრალოდ შტერი,
რომ დაიჯერო, ტკივილს გაყენებს მხოლოდ მტერი.
***
სახლიც რომ გედგეს
სხვაზე დიდი, ტუფით ნაშენი,
ცოლიც რომ გყავდეს რჩეული და ყველაზე მშვენი,
თავზეც გეხვიოს ძენი მგელთან მოთამაშენი,
არ დაჯდე, ვიდრე არ დაჯდება უფროსი შენი!
***
ყოველ ცისმარე
მე ეს ცოდნა შემიძენია,
ჩვენი სიზმარი
თუ ჩუმდება,
- ჩვენზე ბრძენია!
დალოცვა
შეიძლება, ცუდ დროს - ცუდ ადგილას იყო,
ცუდ ადგილას იყო, უცებ გაირიყო!
ანდა ცუდ ადგილას - ბედი გაგებადროს;
კარგ ადგილას მოხვდე, მაგრამ გაგიავდროს,
დაე, მოხვდე მუდამ კარგ ადგილას - კარგ დროს!
***
თუ გსურს თავიდან აიცილო ხიფათი, ავი,
ბრძენს დაუჯერე, ნუ ენდობი ტყუილ- არაკებს!
ძაღლს მოერიდე - თუ არ არის იგი მყეფავი,
კაცს მოერიდე - თუ არ არის მოლაპარაკე!
***
შენი მტერი ნუ გგონია მამაცი და მარდი.
სიბნელეში - ყველა კატა ხდება ლეოპარდი.
***
ეს სიბრძნე მართავს მთასა და ვაკეს,
სიბრძნის გარეშე თავს გვესხმის რეტი:
- რა სჯობს აზრიან მოლაპარაკეს,
მაგრამ დუმილში - აზრია მეტი!
***
გაზაფხულზე გიჯობს,
ფრთხილად დააბიჯო.
მადლი - მოსულია,
მიწა - ორსულია!
***
სულს ცისარტყელა არ ელოდება,
ჯერ თვალს თუ არ გწვავს ცრემლით გოდება.
***
გინდ ღარიბი იყავი, გინდა გქონდეს ქონება -
სულერთია ღმერთისთვის. ყველა დაემონება!
***
ეს სიბრძნე წინაპრებისა, დაუწუნია არავის:
- ცუდია მასწავლებელი, სულ თუ მოწაფეც არ არის!
***
იმ ხაფანგში არ ჩავარდე, რაც მხეცისთვის დაგიგია,
თუ სიყვარულს რამეს უგებ, თვით ღმერთისა გაგიგია!
***
მამაცი და - ზარმაცი?
ჯერ არ დაბადებულა,
დაუზარებლობაა - სიამაყე კაცისა.
ხიფათს გამოეცალე!
იქ იყავი მამაცი,
სადაც ფასი იციან კაცის სიმამაცისა.
***
რასაც არ ელი - გიპოვის,
მოვა წვიმად და ქარად.
შიშს ან თვალებში ჩახედე,
ან გაასწარი ჩქარა!
***
ბედი - ეძლევა სულელს, იმის სავალზე ძევს.
უბედურება - დასდევს ყველაზე კარგს და ბრძენს.
***
ნახე, განა კიოტი დარბის დაოთხილი?
იცის დაცდა, სიჩუმე, მოძრაობა ფრთხილი.
ყველა წაგებულია, ვინც შიშისგან კიოდა.
მოგებულმა სუყველამ - თავი გაიკიოტა!
***
მინდა, მომეცეს ძალა,
ძმისთვის არ ვიყო ავი
და დავამარცხო მტერი -
საკუთარივე თავი!
***
არ იმალება, ყველა ცნობს, როგორც ცივსა და ცხელს,
სველსა და მშრალსაც ყველა ცნობს, ანდაც სქელსა და თხელს,
ბოროტი არის თავადაც, თუნდაც ნუ გაამხელს.
ვინც ბოროტებას შესცქერის, მაგრამ არ ანძრევს ხელს.
***
იწველება უხვად, მუდამ - სხვისი ფური
და ვერავის აძღობს - ნაქურდალი პური.
***
დღე დღევანდელიც გარბის, რომ დროზე გამერმისდეს,
მოვდივართ თითო-თითო, მივდივართ წყება-წყება.
მაინც ასეა თურმე, ყველა თავის გზას მისდევს,
დასაძინებლად ყველა თავის გზაზევე წვება!
***
დედა ბუნებამ იცის ადამიანზე მეტი,
თვით ბრძენთა-ბრძენზე მეტი,
ღვთით ცოდნა მიეცა!
ქარი - ყველასთვის ქრის და
ყველას ასველებს წვიმა,
მზეც ყველასია, ღამით
- ყველას დაჰყურებს ცა.
***
არ გინდა გერქვას ჭორიკანა ან კიდევ ბრიყვი?!
- ზურგსუკან სხვაზე ნურაფერს იტყვი.
თუკი შორსაა, საბოლოოდ შენა ხარ ცოდო,
ვისზეც რას ამბობ, ჯერ გაზომე -
იქ უნდა იყოს, უცებ ხელი რომ გაუწოდო!
***
მასპინძელი ხარ?
გაიხსომე ეს ოქროს წესი,
როდესაც კარზე მოგადგება ღვთის ნაშიერი,
სტუმარი მუდამ დაღლილია,
შეციებული,
რაც მთავარია, სტუმარი არის მუდამ მშიერი!
***
ღმერთო, ძლიერი და მამაცი
მტერი მომეცი,
მომეცი მტერი, მრავლისმნახველი,
რომ თუ დავეცე,
ქვეყნად დამრჩეს გმირის სახელი!
***
არ განსაჯო შენი მეგობარი,
მწარე სიტყვა მოდის, მოსისინებს,
დაიცადე, ვიდრე ორი მთვარე
არ ატარებ მისას მოკასინებს.
***
ინაია წინაპრებს შეერია,
ინაიამ ასე თქმა იცოდა:
- ცოცხალი გყავს ერთი მტერი? - ბევრია,
ხოლო ასი მეგობარი - ცოტა!
***
დიად სულს ვერსად დაემალები,
თუ გინდა, თეთრი ბუმბული იცხე!
ცოდვას მოჰყვება ბევრი წვალება,
როგორც ციებას - მოჰყვება სიცხე!
***
მშიერს - არა მოჰკითხო,
მაძღარს - ნუ შესთავაზებ,
მაშვრალს - თუ დაარწყულებ,
ნუ იდარდებ დავაზე.
Laravel
კომენტარი
0