შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იგავი ხისა და ცულისა

ნინო დარბაისელი

იგავი ხისა და ცულისა

ერთი ხეა და ცული -
ჩემს ხსოვნაში დაცული,
რომელი ხე?! არ გახსოვთ?!
- ანდაზაში ჩიოდა,
“ცული რას დამაკლებდა”…,
ვერ გადავურჩიო და
ხვედრი მერგო ასეთი
მე სამისდღემჩიოდა.

ის, რაც მოხდა,
ცულს იგი ხომ არც ემახსოვრება,
რაკი მთლად ამოძირკვეს,
ვერც ხეს ემახსოვრება,
ცხოვრება კი გრძელდება,
ასეთია ცხოვრება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →