შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჯარისკაცული. ბოლოწერილწაუკითხავად

ნინო დარბაისელი

ჯარისკაცული .ბოლოწერილწაუკითხავად

ვერ მოვასწარი წამეკითხა იმ სიჩქარეში.
ტყვია კი ბრმაა,
ირგვლივ რა მოჩანს?!
სიმღვრიეა.
რაღაც წითელი, ბლანტი, უფორმო,
შიგ - რაღაც თეთრი, მოკეცილი, რაღაც მართკუთხა. -

- სისხლის გუბეში მიტივტივებს შენი წერილი.
მინდოდა წყნარად წამეკითხა,
სიმყუდროვეში…

რაღა აზრი აქვს, შიგ რა წერია.
დაბლა რა გდია,
ვინ გდია ან
როგორ გდია.

ტკივილი?!
იყო, გაიარა!

რა სიჩუმეა,
სიწვრილის მერე რა გაშლილობა,
რა საამური ხმები ჩამოდის.
ვინ - რომლია?
შინ მომელიან!
Laravel

კომენტარი

1
ნინო დარბაისელი სტრონი
ნინო დარბაისელი სტრონი პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
აზრზე არა ვარ, ამ ლექსში ვის ვისგან რა უნდა. რა - წერილი, რის- ტყვია. რამ დამაწერინა? ალბათ რაღაცის ფრაგმენტია.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →