შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მდუმარების სპირალი

ინო დარბაისელი

მდუმარების სპირალი

გვინდა ყველას ვუყვარდეთ, გაგვიყონ ნაპირალი,
უნდათ, შემოგვახვიონ - “მდუმარების სპირალი”!

ძალადობის ხერხია, კარგად გამონაცადი,
ჩვენს აზრს არ ეთანხმები?! - დარჩი მარტო და წადი!

თუ არ ფიქრობ სხვებივით, ენა შენი - აყუჩე!
რამეს იტყვი? არ აწყობთ? აგახევენ ლაყუჩებს.

თითქოს კი არ მოძრაობ, სადღაც მიიპარები…
ხდება უკეთურება მორჩილი მდუმარებით.

შენსას ეპატრონება ყაჩაღი თუ ფირალი,
ძალაც მოსდგამს, ასრულოს ვისთვის დანაპირალი.
გაჩუმდიო, ტყუიხარ, ამბობს თავსდამყვირალი!
დაუფიქრდი, რაღა გრჯის მაგ შარის საღირალი!
გეტირება?!- იყავი შენთვის ჩუმად მტირალი?
ჭკუას რატომ გვარიგებ, შორიდან მომზირალი?!
შენთვის მოუგონიათ
მდუმარების სპირალი,
მდუმარების სპირალი!
მდუმარების სპირალი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →