შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საახალწლო

ნინო დარბაისელი

საახალწლო

ბევრ ქვეყანაში საახალწლოდ სცოდნიათ ასე:
წინ - ჩვენებურად სუფრა უდგათ ხორაგით სავსე.
თორმეტ საათზე გააღებენ ჭიშკარს სახლის და
ძველ წელს უშვებენ, დაიწყებენ ყოფას ახლიდან.

ძველმა წაიღოს შხამ-ყვავილი, ედემში რგული!
გააღეთ სახლში ყველა კარი, ფანჯრებიც, გულიც!
გქონდეს ბარაქა, შინ - მშვიდობა, სხვა - რასაც ელი!
სამშობლოვ ჩემო - ბედნიერი ახალი წელი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →