შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გამეტსონეტი

ნინო დარბაისელი

გამეტსონეტი
(ემილი დიკინსონს)

მე შენი თეთრი კაბის წინაშე ვდგავარ,
ჩემზე დაბალო და კაფანდარა ქალო.
კაბას მოდიდო ჯიბე აქვს, ალბათ მრავალს
უკვირდა, რაა? საფურცლო-საფანქარო?

დამბლადაცემულ დედას უვლიდი წლობით,
საძინებლების შუა გაჭრილი კარით
შეხვიდოდი და ლექსების დასაწყობი
დროც არა გქონდა, არავის არ უთხარით.

ეს თეთრი კაბა - შიდა საცვამი იყო,
ხარშვით - ადვილად ამოდიოდა ლაქა,
ერიდებოდი მომსვლელს, ცხოვრებამ გიყო,
ესეც ამბავი, ჭირი - იქ, ლხინი - აქა.

გაგითამამდი, ვინ გაბედავდა ამდენს,
ან განაფიქრებს ვინ მიიყვანდა თქმამდე,
ვინ იხილავდა შენს ცრემლს, ყოფისგან ნადენს.
დღეს შენს საფლავზე პატარა კენჭი დავდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →