ჩანაწერი
Laravel
ტრევი
ნინო დარბაისელი
ტრევი
რა ფირუზისფრად ბრწყინავს ეს შადრევანი, - ტრევი,
თუ არ ასხია წყალი, შიგ - ქვებზე დაიმტვრევი,
დრო იყო,
იყო ომი
რომს - გარს ეხვია მტრები.
აქ რიგში იდგნენ უბრად ქალები - სანატრები.
როცა იბრძოდნენ ომში იმათი პატრონები,
აქ ქვედა საცვლებს რეცხდნენ ყოფილი მატრონები.
შორიახლოდან ბავშვებს უყვარდათ ჩუმად ცქერა,
ქალთა ცქერაზე ბავშვებს უწევდათ გულისძგერა,
ქალებს ეჭირათ თავი, თითქოს ამჩნევდნენ ვერა.
დი- იდი გამოხდა ხანი, ყველას მზე ჩაიწვერა.
ზოგჯერ ისეთი დროა, გამოგელევა ქანცი,
ვერც ძველი პეწი მოგდევს, ვეღარც ხარ თვალწარმტაცი,
მაგრამ გიჭირავს თავი, არ გაუყადრებ არც ვის,
თუნდაც ნატრული მარცვლის,
თუნდაც მრეცხავი საცვლის,
თუნდ გიყურებდეს ბავშვი, მხიარული და ანცი,
ბავშვშიც კი სადღაც, მუდამ იგულისხმება კაცი!
- - -
ტრევი -უცნობილესი შადრევანი რომში

კომენტარი
0