ჩანაწერი
Laravel
განქორწინება (განა რა მოხდა)
ნინო დარბაისელი
განქორწინება
(ბ. ახმადულინა - ი. ნაგიბინზე, რომელმაც საწოლში ქალებთან მიუსწრო)
მითხრა: - მეყოფა, ღუზა შენთან ჩაუშვა გემმა.
მე კი მინდოდა, სულ სხვაგვარი ლუკმა მეგემა,
ამ მოსაწყენმა გაგრძელებამ მომცა მე გვემა,
და შემაშინა ნერგმა - ჩემთან გადმოსარგველმა.
რა მოხდა?!
არც რა!
- ძველი პერანგი გაიძრო გველმა.
სადაც ვიწროა, გაწყდეს, რაღა გასაწელია,
ევგენის მერე შემრჩა უკვე მერვე წელია.
სიყვარულისა სიბრძნე ესე - დამდაგველია,
ვის ლოდინშიაც ლამის გული გადაგველია,
მოდის?! - ლომია, არწივია,
მიდის?! - გველია!
მაგრამ
ვაი-თუ ფეხსაც ითრევს ბელტიყლაპია.
რჩება?! -
- ეს კიდევ უარესი,
გველეშაპია!
განა რა მოხდა?
შინ დავუხვდით ლოგინში მწოლი
ორ დაქალს შორის
ერთი - იყო ევგენის ცოლი.
ნაქეიფარზე
გართობაში დრო გავიყვანეთ,
რომ გამოვფხიზლდით,
ტანთ ჩავიცვით და გავიყარეთ.
არ გამომადგა საბოლოოდ არც ეს - იური,
რა დახვეწილი მეგონა და არის ტყიური,
და რა აზრი აქვს,
ფხიზელია თუ ნაყლაპია,
ყველა მძვინვარე სიყვარული - გველეშაპია!
განქორწინება
(ბ. ახმადულინა - ი. ნაგიბინზე, რომელმაც საწოლში ქალებთან მიუსწრო)
მითხრა: - მეყოფა, ღუზა შენთან ჩაუშვა გემმა.
მე კი მინდოდა, სულ სხვაგვარი ლუკმა მეგემა,
ამ მოსაწყენმა გაგრძელებამ მომცა მე გვემა,
და შემაშინა ნერგმა - ჩემთან გადმოსარგველმა.
რა მოხდა?!
არც რა!
- ძველი პერანგი გაიძრო გველმა.
სადაც ვიწროა, გაწყდეს, რაღა გასაწელია,
ევგენის მერე შემრჩა უკვე მერვე წელია.
სიყვარულისა სიბრძნე ესე - დამდაგველია,
ვის ლოდინშიაც ლამის გული გადაგველია,
მოდის?! - ლომია, არწივია,
მიდის?! - გველია!
მაგრამ
ვაი-თუ ფეხსაც ითრევს ბელტიყლაპია.
რჩება?! -
- ეს კიდევ უარესი,
გველეშაპია!
განა რა მოხდა?
შინ დავუხვდით ლოგინში მწოლი
ორ დაქალს შორის
ერთი - იყო ევგენის ცოლი.
ნაქეიფარზე
გართობაში დრო გავიყვანეთ,
რომ გამოვფხიზლდით,
ტანთ ჩავიცვით და გავიყარეთ.
არ გამომადგა საბოლოოდ არც ეს - იური,
რა დახვეწილი მეგონა და არის ტყიური,
და რა აზრი აქვს,
ფხიზელია თუ ნაყლაპია,
ყველა მძვინვარე სიყვარული - გველეშაპია!
Laravel
კომენტარი
0