შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მონატრება ნარგიზასი

ნინო დარბაისელი

მონატრება ნარგიზასი

მიყვარს ავად გახდომა,
როცა გარეთ ზამთარი
არემარეს აზრობს.

ნასიზმრალის ახდომა -
- ცაზე - მთვარე დამთვრალი,
რომ ზანტდები, აზრო.

სეზონია ბუხრის წინ
თვლემისა და მთქნარების,
წასაკითხის კარგის,

წეღან თითიც დავიწვი,
დამიდუმდნენ ქნარები,
მენატრება, ნარგიზ,

შენთან - ტკბილად “ჩასხდომა”,
სადღეგრძელო ქართული,
ყველა სიტყვა - ლექსად.

წარსულისა, აჰ, ნდომა!
მე - დაწდომით გართული
წაუვიდე ლექს - სად?

ისევ იამ* მიშველა,
რა არისო მანძილი,
სული შემიბერა.

რას დახტიო შიშველა,
დამინიშნა მან ძილი,
უცებ დამაბერა.

ვიჭყიპები წვენებით,
როგორც იამ მირჩია,
რომ თავს რამე ვარგო.

ისევ შენ მეჩვენები,
ვინ - მაღალი, ვინ - ჩია!
ნარგიზ, ნარგიზ, ნარგო!

კიდევ დიდხანს იავდრებს,
თოვს და რაა სიბერე! -
- გაიკრიფნენ მტრები.

ვნატრობ ზეცის ბინადრებს,
ყოფას ხომ არ ვებევრე?
ნარგიზ, მენატრები!
- - -

*ია - მეგობარი პოეტი - ექიმი ია სულაბერიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →