შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღიმილი-დუშენი

ნინო დარბაისელი

ღიმილი-დუშენი*


ქალაქი - ბარები და საფუნთუშენი.
ღიაა ღამეში - ბროდელ-სამრუშენი,
ქალები მღიმარნი, არ მოპირქუშენი,
ბიჭები შორიდან - ,, ა, შენი, უ, შენი!”…
ხილვაში - კაბები, სულ მოფუშფუშენი,
თითქოს კოჭებამდე, არა - სარუშენი.
ქალნი სამეფონი, არა სამუშენი,
კენტად ილევიან, მზერადაუშენი,
ო, რა კადრებია, რა პრომოუშენი!

არა ვართ ბავშვები ჩვენ მოკუნტრუშენი,
არც რის მოშიშენი, არც რის მომშუშენი,
გვაქვს წასასვლელებიც -სამტლაშა- მტლუშენი,
გამოსაშუშენი, ტკბილ-საძილქუშენი,
რა მნიშვნელობა აქვს, ჩემია თუ შენი?!

რატომღა გიყურებ?!

ენის ნაკადული თვალ-გულმა დალია,
თუმცა სიყვარული ჯერ არის უშენი.
თვალთან ნაოჭები- ასაკის ბრალია,
თუ ეგ ღიმილია - ღიმილი-დუშენი!

- -
დუშენი - წრფელი ღიმილი. ტუჩების გარდა, სახის ბევრი კუნთი მონაწილეობს. დანაოჭება - თვალებით იწყება. იჭუტება და ამის გამო, ღიმილი შეიძლება დუშენიც გეგონოს და მოტყუვდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →