შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო

ნინო დარბაისელი

გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო
(ათადი მონორაიმი)

ზოგს - მოაკლდა ჩიხირთმა, ზოგს - ბოზბაში, დოში;
ყველა - სხვას ემტერება, მისწვდა ყანყრატოში,
მიაჩნია მთლად სიბრძნედ თავის მონაროში,
ჩაენაცვლა სიმართლეს - ხურუში და ხოში.
სეტყვა - მოდის, ქვა - ხვდება ქართლის საუფლოში; -
მაშხალა და დუბინკა, სფრეია თუ ქოში, -
ყველა გარეთ იზამთრებს, ყინვაა და თოში,
მგლის საჭმელად აქებენ - ,,მიდი, მიდი, გოში!”
ეს სიგიჟეც ჩაივლის ალბათ რაღაც დროში,
აღარ გინდათ ცხოვრება - ერთად - სამშობლოში?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →