შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

კვლავ იერუსალიმს

ნინო დარბაისელი

კვლავ იერუსალიმს

წმინდაო ალაგო,
რა ხელმა აგაგო!
თვით უფლის ქალაქო,
მოვედი, გნახე

და გული ღელავდა,
სადაც რა ელავდა,
მსურდა დამელანდა
მაცხოვრის სახე.

ირგვლივ ხმაურია,
სადღაც, აქ უვლია,
აწ დაკარგულია
ყოველი კვალი.

გვაჭერდა მზის ღვედი,
სადაც არ მივედით,
მორწმუნის იმედით
ეძებდა თვალი.

რა გითხრა საშენო
უფლისთვის ნაშენო?
- მარადის მე შენი
ერთგული ვრჩები!

იერუსალიმო,
შენ, ერის ალამო,
მიიღე სალამი
შორიდან ჩემი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →