ჩანაწერი
Laravel
პატრიოტული მონორაიმი
ნინო დარბაისელი
პატრიოტული მონორაიმი
ქვეყანაა დაბურული,
მომრევია მე ღვარული -
თვალზე - ცრემლი, არა - რული,
დამეღალა გული კრული,
შორით მოვთქვამ გულდაზრული.
ყოფა მერგო მე ზამთრული,
ყინვისაგან მინამქრული,
სიშორეში -დაძაგრული,
პატიმრული, თან - ბებრული,
ხმები მესმის შორმგზავრული:
ვინ - გვაცეკვებს, რა - დაკრული?
მეგობრობა?! - ფარსი, მტრული -
- ვითომც ტკბილი, თან ზღაპრული,
ვითომც - ჩვენი მოყვარული,
ქცევა - ვითომც მეისრული,
სიტყვა - ვითომც გადაკრული.
ვინ, ვინაა - გაბასრული?
მართალია - გაბაწრული!
ქრისტეს რწმენა? - ჯვარს გაკრული,
სატანა კი - გაბადრული,
რა გვიშველის, რა არული!
საქციელი - რამ ლაჩრული,
უგეგმო და ცანცარული,
ვითომც ძაან მეომრული…
რისი ვიყო მოხარული?! -
საქართველო - დასახსრული! -
ყოფა, ქცევა - მთლად ვაჭრული,
მთლად ქუჩური და ბაზრული,
კედლებია მთლად დაძრული,
რა მყუდრო და რა ტაძრული?!
არც გუმბათი - დახურული,
ფრესკებია - დაკაწრული…
(სიყვარული - ვანდალური?!)
თესლი - თაგვთა გადახრული?!
აღმა ხნული, დაბარული,
დაღმა ფარცხეს… - ხმა ფარული,
ვაყურადებ დაზაფრული,
(ვიცი, თქმაა მოარული)…
საქართველო კი არა, და საგიჟეთი არის სრული!
პატრიოტული მონორაიმი
ქვეყანაა დაბურული,
მომრევია მე ღვარული -
თვალზე - ცრემლი, არა - რული,
დამეღალა გული კრული,
შორით მოვთქვამ გულდაზრული.
ყოფა მერგო მე ზამთრული,
ყინვისაგან მინამქრული,
სიშორეში -დაძაგრული,
პატიმრული, თან - ბებრული,
ხმები მესმის შორმგზავრული:
ვინ - გვაცეკვებს, რა - დაკრული?
მეგობრობა?! - ფარსი, მტრული -
- ვითომც ტკბილი, თან ზღაპრული,
ვითომც - ჩვენი მოყვარული,
ქცევა - ვითომც მეისრული,
სიტყვა - ვითომც გადაკრული.
ვინ, ვინაა - გაბასრული?
მართალია - გაბაწრული!
ქრისტეს რწმენა? - ჯვარს გაკრული,
სატანა კი - გაბადრული,
რა გვიშველის, რა არული!
საქციელი - რამ ლაჩრული,
უგეგმო და ცანცარული,
ვითომც ძაან მეომრული…
რისი ვიყო მოხარული?! -
საქართველო - დასახსრული! -
ყოფა, ქცევა - მთლად ვაჭრული,
მთლად ქუჩური და ბაზრული,
კედლებია მთლად დაძრული,
რა მყუდრო და რა ტაძრული?!
არც გუმბათი - დახურული,
ფრესკებია - დაკაწრული…
(სიყვარული - ვანდალური?!)
თესლი - თაგვთა გადახრული?!
აღმა ხნული, დაბარული,
დაღმა ფარცხეს… - ხმა ფარული,
ვაყურადებ დაზაფრული,
(ვიცი, თქმაა მოარული)…
საქართველო კი არა, და საგიჟეთი არის სრული!
Laravel
კომენტარი
0