შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყვავსათვალავი

ავტორისაგან: აბა, წავიდა ყვავების თვლა, ამ შემოდგომაზეეე!!!
ოღონდ ყვავი და ყორანი არ აურიოთ!
ხომ იცით, რაშია განსხვავება?
ყვავი პატარაა, ხოლო ყორანი - ორასი წელია იძახის ,,ნევამორრრრ”, ედგარ პოს გამო!

ინგლისურ ფოლკლორში არსებობს მკითხაობა გზად შემოხვედრილი ყვავების რაოდენობის მიხედვით.
როგორც ფოლკლორულ ტექსტებს ახასიათებს სხვადასხვა ვარიანტით არის გავრცელებული. სიმბოლიკაც - განსხვავებულია.
მე - ფოლკლორული ფორმა ავიღე და ქართულ ლიტერატურულს მივუსადაგე, გავაკეთე მონორაიმი ანუ ერთ რითმაზე ავაწყვე.
გაერთეთ!

ნინო დარბაისელი

ყვავსათვალავი

გზაზე ერთი ყვავი ნახო, - მიზნად ფუჭი დაისახო;
გზაზე ორი ყვავი ნახო,- დასაძრახი დაიძრახო;
გზაზე სამი ყვავი ნახო, - ტყუილები ბევრი ჩმახო;
გზაზე ოთხი ყვავი ნახო, -დაიღალო, გაილახო;
გზაზე ხუთი ყვავი ნახო, - იწვალო და ივაგლახო;
გზაზე ექვსი ყვავი ნახო, - გულს იმედი ჩაისახო;
გზაზე შვიდი ყვავი ნახო, - მთა და ბარი გადალახო;
გზაზე რვა თუ ყვავი ნახო, - თავი შახად შეინახო;
გზაზე ცხრა თუ ყვავი ნახო, - ოთხივ კუთხივ იჩახჩახო;
გზაზე ათი ყვავი ნახო, - მოიხვნება შენი ახო;
თუ თერთმეტი ყვავი ნახო, - რამე ხიფათს დაეჯახო;
თუ თორმეტი ყვავი ნახო, - ვინმე მშველელს დაუძახო;
თუ ცამეტი ყვავი ნახო, - ცას პირჯვარი გადასახო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →