ჩანაწერი
Laravel
სოკრატე. სამი საცერი და საწამლავი
სამი საცერი და საწამლავი
,,ერთხელ სოკრატეს მიადგა ერთი კეთილმყოფელი(?):
- მისმინე, ბრძენო, რა ვერაგია ხალხი, სოფელი,
შენზე ამბობენ, რაც მომხდარა ანდა რაც - არა,
- ჯერ ნურას მეტყვი ! - თქმა სოკრატემ არ დააცალა -
- რომ არ მიეცეს სიტყვებს შენსას გზა ალმაცერი,
ნიადაგ უნდა მოიმარჯვო სამი საცერი.
პირველი: რაც თქვეს, სიმართლეა თუ მონაგონი?
- სიმართლე?! - არა, უნდა იყოს ტყუილი, მგონი...
- ესეც მეორე: კეთილია მათი ნათქვამი?
- არა მგონია, რომ სიკეთეს მიჰგავდეს რამით...
- მაშ, საბოლოოდ მესამესაც დაუდგა ჯერი: სარგებელს მომცემს?
- ვერა!- შეცბა კაცი დამჯერი.
- არც სიმართლეა, არც სიკეთე, არც სარგებელი?
მე რას დავეძებ, დამრჩეს ასე, გაუგებელი!”
ბრმა მიმდევარი ვინც იქნება ამ სიბრძნის ძველის,
სოკრატესავით საწამლავით სიკვდილი ელის.

კომენტარი
0