შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წმინდა რომის იმპერია

ნინო დარბაისელი
წმინდა რომის იმპერია

(ისტორიული ექსკურსი)

ითვლის მილენიუმს მთლიანს,
ისტორია იმფერია,
გერმანელთა განძად თვლიან
“წმინდა რომის იმპერიას”.

სამეზობლოს გასწვდა მაშინ,
კათოლიციზმს უხმო ფარად,
და შუაგულ ევროპაში,
ფრთებს იქნევდა მთად და ბარად.

საფრანგეთი და ბელგია,
ლუქსემბურგი და ჩეხეთი,
ზედაც ჩრდილო იტალია,
დაუმატეთ თან შვედეთი,

არ გამოგვრჩეს ამ ნუსხიდან
ლიხტენშტაინ-ნიდერლანდი,
ბონაპარტი ნამუსს ხდიდა?!
- იმპერიის დარჩა ლანდი.

უყვარს, უყვარს გერმანიას,
იყოს წმინდა, თანაც დიდი,
ამ მხრივ - დიდი გურმანია,
ვისთან რა აქვს მოსარიდი.

განა თხრობა მეძნელება,
ვერიდები სავაგლახოს.
ვისაც უნდა გაგრძელება,
ისტორია - თავად ნახოს!
Laravel

კომენტარი

1
ნინო დარბაისელი სტრონი
ნინო დარბაისელი სტრონი პოეტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
ეს ლინკი - ვისაც ამ თემაზე მეტის ცოდნა უნდა. ინგლისურენოვანი ვიპოვე წყარო, მაგრამ გუგლით ან სხვა რომელიმე ტრანსლეიტორით ერთ წამში ითარგმნება

https://en.m.wikipedia.org/wiki/Holy_Roman_Empire
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →