შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

კიდევ ერთი, პაციფისტური მონორაიმი

ნინო დარბაისელი

კიდევ ერთი, პაციფისტური მონორაიმი
( მე - თვრამეტი რითმა დავითვალე. მეძინება და სწორია?)

“ეს - მე არა მნდომია,
ეს - ობამას ომია!” -
ამბობს ტრამპი,
ზელენსკის - ჩანს ფიზიონომია.
თუ ობამას ომია,
სხვას ჰგონია, ლომია,
ხოლო სინამდვილეში - ჩავარდნილი ცომია.
ვის რა გაუზომია,
ნამდვილი ,,დურდომია”,
და სუყველაც გნომია,
სადაც ვინ რა ტომია,
ერთიანად შიშვლდება ყველას ანატომია.
რა ფუჭი ნახტომია!
ევროპას - სამშვიდობო სადავე გასხლტომია,
“მამა მია!”- აკვნესდა ვატიკანი, რომია,
ვინც ვის გვერდით მდგომია,
ვინ წამსვლელ-დამრჩომია,
მართავს თურმე ფარული კომიტეტი.
კომია,
ხოლო ომი ყოფილა -
ნამდვილი ობომია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →