ჩანაწერი
Laravel
კარალიოკი
ნინო დარბაისელი
კარალიოკი
შენ - ხურმის ძირზე დამყნობილო კარალიოკო,
ხედავ, ბერდები, აღარ გრჩება რამ საწიოკო.
მოსანატრებლის?! - მონატრება უნდა იოკო!
ბოლოს - ჩატკბები, ნუ წუწუნებ, უსახსრო ვარო!
საზიდად - მძიმევ, გასაფრენად - ბუმბულზე მჩატევ,
შენ , თავო ჩემო, ალაგ - ტკბილო და ალაგ - მწკლატევ,
ამდენ კონტრასტებს ნეტავ გულში როგორ-ღა ატევ,
ზამთრისპირს ტოტზე შერჩენილო, მზის სახსოვარო,
როდემდე უნდა იქანავო, არა - იროკო,
უფოთლო ტოტზე დანთებულო კარალიოკო!

კომენტარი
0