ჩანაწერი
Laravel
მზებუდობის სიგიჟე
ნინო დარბაისელი
მზებუდობის სიგიჟე*
(დური შეხუმრებით თემო ჭახნაკიას, რომელიც სულ წავიდა ხელიდან)
მზებუდობის სიგიჟე, რაღაც, ერთღამიანი.
საკურორტო ქალაქში - ორი ადამიანი.
კაცი - აღტაცებული, ქალი - ათქვირებული,
წყვილი - ვნებით ვნებული, კენტთა შეჩვენებული.
დამთავრდება სეზონი, დაიცლება ეზონი,
ყველას დაავიწყდება თქმანი სასკაბრეზონი.
ვნება, მაგრამ რა ვნება, აწყვეტილი, თავნება - ცეცხლში გაქარავნება…მაგრამ ისიც თავდება.
წყვილი - დაკენტებული, თქვენ გგონიათ, ავდება?!
ჩაივლის თანაყოფა. ერთურთს გამოეყოფა
შმაგი ვნებით ვნებული წყვილი - დასვენებული.
კაცი - სამსახურშია, იღებს ცივად პატიჟებს,
ქალი- მოგზაურია, სად არის და “ვ პარიჟე”.
დაბრუნდება, ეტყვის ქმარს:,, -ნე ბუნტუი, სიდი- ჟე!”
ჩავლილია ზაფხული - მზებუდობის სიგიჟე.
- - -
*მზებუდობის სიგიჟე - თურმე ასე გამოვა ქართულად ინგლისური იდიომი “ მიდსამარ მედნესს” (midsummer madness), რომელიც მკვლევართა ერთი ნაწილის თანახმად, ეტიმოლოგიურად მომდინარეობს შექსპირის კომედიიდან და ნიშნავს მოკლევადიან გადარევას (ადრე ჩვენში იდგმებოდა სათაურით ,, ზაფხულის ღამის სიზმარი” , თუ რაღაც ასეთი

კომენტარი
0