შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გობური მონორაიმი

ნინო დარბაისელი

გობური მონორაიმი


გწამდეს მხოლოდ აღდგომა, (ზამთრის ქრისტეშობობა?)
არც იობი აღარ ვარ, დამთავრდა იობობა,
გულო, საკმარისია ყველასთვის - ღიობობა!
აღარ გეყო, სიბრიყვე, ალალად მიმნდობობა?!
ვცადე, არ გამოვიდა მაქმანობა, ქობობა,
დავიღალე, მომწყინდა ცხოვრების ჭაობობა!
კმარა- ჟონგლიორობა, მორჩა - მსახიობობა,
ყველაფერში ქიშპობა, შენნაირთა მჯობობა.
სნობის - იყოს სნობობა, აღარც მსურს ნაცნობობა!
მოვიშორე თავიდან სისხლისმწოვი ობობა.
ობს - გაუქრეს ობობა!

პურის გობმა - გასწიოს ისევ პურის გობობა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →