ჩანაწერი
Laravel
ოქსიუმორონი ბებიის სურათთან
ნინო დარბაისელი
ოქსიუმორონი ბებიის სურათთან
ესეც - სიბერე!
შენი ხნისა ვარ, აგე, ბები!
ეს ნიშნავს -
- როცა ახალ სიყვარულს ვერ ეგებები.
მოგწყინდა - მისი უნაზესი ვერაგობები,
ფუჭ-კარგობები, კოშკეულის ვერ აგებები,
გაცუდებული წაღმა-უკუღმა ნაქარგობები…
გულს ვერ დაგიტკბობს თაფლეულის ვერა გობები.
გარიგებები, ურიგობები…
გაიგე, ბები?
ოქსიუმორონი ბებიის სურათთან
ესეც - სიბერე!
შენი ხნისა ვარ, აგე, ბები!
ეს ნიშნავს -
- როცა ახალ სიყვარულს ვერ ეგებები.
მოგწყინდა - მისი უნაზესი ვერაგობები,
ფუჭ-კარგობები, კოშკეულის ვერ აგებები,
გაცუდებული წაღმა-უკუღმა ნაქარგობები…
გულს ვერ დაგიტკბობს თაფლეულის ვერა გობები.
გარიგებები, ურიგობები…
გაიგე, ბები?
Laravel
კომენტარი
0