შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

პაქს რომანა!

ნინო დარბაისელი

პაქს რომანა!

წყნარი იყავ, ცნობილიო,
მამამ ტახტზე აიყვანა,
იხმო ნაზირ-ვეზირები,
მთლად ქვეყანა ათაყვანა,
საბოძვარი გაეციო,
ახსნილს აბამს ამისთანა,
შემოგივა?! - გაეციო,
რჩევა როდი დაახანა,
ქვრივ ობოლნი იფარეო,
მეფობაში მიიმგვანა,
მონაპოვარს - მოვლა უნდა,
დაუნჯება, მალვა განა!
მმართველს - კვნესა ერისაო
ესმის, როგორც იავნანა,
მთავარია, მორჭმით იჯდეს,
ნეტა სხვა რამ აყაყანა.
შენ?! - მთლად ჭირსაც წაუღიხარ,
ხარ ვიღაცა, სალახანა!
ტყავიც გაძრონ, უნდა გაძლო,
ვინ დაეძებს, მოგკლან, ანა?!
მთავარია Rex Romana!
Rex Romana? - Pax Romana!

_ _ _
* Rex Romana - რომაული მეფობა
** Pax Romana - რომაული მშვიდობა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →