შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ლედი გოდივა

ნინო დარბაისელი

ლედი გოდივა*
(ლ. ბიბილურიძეს)

-ხელოვნებისთვის ტანგაძარცვული და ცხენზე მჯდარი ანუ მხედარი
მე ვარ ქალღმერთი,
მონა როდი ვარ!
ვისთვის - ცოცხალი
და ვისთვის - მკვდარი,
მხოლოდ ლოდი ვარ.

- მარადისობა მოგეგო, დივა,**
ჩემო გოდივა,
ლედი გოდივა!

- - -
* ლედი გოდივა - ხელოვანთა მფარველად მიიჩნევა.
გადმოცემით, იგი ქალაქის მთავრის ცოლი იყო და როდესაც ქმარს სთხოვა, იქნებ ხელოვანებს გაზრდილი გადასახადები შეუმციროო, პასუხად მიიღო - ეს ხომ იგივეა, შენ რომ შიშველმა ცხენით გაიარო შუა ქალაქშიო. ლედი გოდივა მართლაც შიშველი ამხედრდა ცხენზე და ყველას დასანახად გაიარა. ქმარს აღარაფერი დარჩენოდა და არტისტები გადასახადისგან გაათავისუფლა.

** დივა - (იტალ) ქალღმერთი. სასაუბრო მეტყველებაში ნიშნავს თავკერძა ქალს, რომელსაც შესტრფიან, ხშირად გამოიყენება ოპერის მომღერალთა, მაგალითად, მარია კალასის მიმართ.

*** ლექსი აგებულია ბგერწერულ თამაშზე:
გოდ - ღმერთი
დივა - ქალღმერთი
შემოთავაზებულია თავისებური, პოეტური ეტიმოლოგია.

ჯონ ტომასი - მარმარილო. “ლედი გოდივა”
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →